149 episodes

Georgian podcast about Business, marketing, management and startups. პოდკასტი ბიზნესზე, მარკეტინგზე, მენეჯმენტზე და სტარტაპებზე. პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი ბიზნესი

Marketer.ge Podcast Marketer.ge

    • Business

Georgian podcast about Business, marketing, management and startups. პოდკასტი ბიზნესზე, მარკეტინგზე, მენეჯმენტზე და სტარტაპებზე. პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი ბიზნესი

    მარკეტერის პოდკასტი | Extra-ს რებრენდინგი

    მარკეტერის პოდკასტი | Extra-ს რებრენდინგი

    მარკეტერის პოდკასტის ამ ეპიზოდში EXTRA-ს რებრენდინგზე ვსაუბრობთ. 



    სულ ცოტა ხნის წინ, წამყვანმა ქართულმა ელექტრონული კომერციის პლატფორმამ რებრენდინგი განახორციელა. პოდკასტის სტუმრები არიან EXTRA-ს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიშა გოგოლაური და Highway VFX-ის დამფუძნებელი ლევან ლაფაჩი. ვსაუბრობთ გუნდის შიგნით არსებულ ამოცანაზე, პროექტის განხორციელების პროცესზე და იმაზე ,თუ რას ნიშნავს „ყველაფერი მეგულება“



    მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი

    • 46 min
    მარკეტერის პოდკასტი | ინფლუენსერობა და საკუთარი ბიზნესი

    მარკეტერის პოდკასტი | ინფლუენსერობა და საკუთარი ბიზნესი

    ინფლუენსერებთან თანამშრომლობა ბევრი ბრენდის კომუნიკაციაში უჭირავს მნიშვნელოვანი ადგილი. თუმცა, მოდით გავერკვეთ:



    * რას ნიშნავს ინფლუენსერობა საქართველოში, დღეს?

    * როგორია ინფლუენსერის ჯილდო და რა ძალისხმევას საჭიროებს მისგან ეს საქმე?



    ვსაუბრობთ მარიამ დავითაძესთან, იგივე Acidwv-თან ერთად. ბევრი მას TikTok-დან, Instagram-დან და YouTube-დან იცნობთ. მარიამმა ცოდნა და გამოცდილება, ინფლუენსერული პროექტის გარდა, საკუთარი ბიზნესების შექმნაში გამოიყენა. მარკეტერის პოდკასტში მარიამი გვიყვება, როგორ გამოიყენა საკუთარი ცოდნა და უნარები ბიზნესების წამოსაწყებად.



    მარკეტერის პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი ბიზნესი

    • 45 min
    საინტერესო პოდკასტი | ნათია ჭიჭინაძე-creams

    საინტერესო პოდკასტი | ნათია ჭიჭინაძე-creams

    რა განაპირობებს შინაგან თავისუფლებას, რომელიც აისახება სცენაზე, ვიდეოში, შემოქმედებაში - აღზრდა? გარემო? გავლენები? რამდენად ახდენს ქართული მემკვიდრეობა გავლენას არტისტულ სტილზე?



    დღევანდელ პოდკასტში ჩვენი სტუმარი Creams-ია, იგივე ნათია ჭიჭინაძე, რომელიც მოგვიყვება, როგორია იყო ახალგაზრდა, ამომავალი მუსიკოსი საქართველოში, აუთენტური თვითგამოხატვის ფუფუნებით, ქართული კულტურული და სოციალური კონტექსტის გათვალისწინებით.

    • 1 hr
    საინტერესო პოდკასტი | ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია

    საინტერესო პოდკასტი | ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია

    Miami Ad School ის დაწესებულებაა, რომლისკენაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის ახალგაზრდა შემოქმედები მიისწრაფვიან. წლების განმავლობაში, „საქართველოს ბანკის“ მიერ დაწესებული ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია, ქართული სარეკლამო ინდუსტრიის არაერთნა წარმომადგენელმა მოიპოვა და ბერლინში, მათთვის საოცნებო სასწავლებელში გააგრძელა სწავლა - რასაც საერთაშორისო სააგენტოებში მნიშვნელოვანი გამოცდილება მოჰყვა. „საინტერესო პოდკასტის“ სტუმარია, ხატია არველაძე - ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიანტი, რომელიც Miami Ad School-ში მიღებულ ცოდნაზე გვიყვება.



    წამყვანი: ჯაბა შავიშვილი

    პოდკასტის წარმდგენი: საქართველოს ბანკი

    • 34 min
    მარკეტერის პოდკასტი | საქართველო ფორმაშია

    მარკეტერის პოდკასტი | საქართველო ფორმაშია

    "საუკეთესო წინ არის" - საახალწლო კამპანიაში, ამ სიტყვებით შეაჯამა „საქართველოს ბანკმა“ 2023 წელი და მალევე "საუკეთესო"-სთვის მზადების პროცესშიც მთელი ერი ჩართო.



    "მათ შეიძლება გამოიცნონ ჩვენი სტრატეგია, ჩვენი შემადგენლობა, სათამაშო მონახაზი, ჩაფიქრებული ცვლილებებიც კი, მაგრამ მათ არაფერი იციან ჩვენი მთავარი იარაღის შესახებ. ამ ძალას, რომელიც ჩვენ კარგად ვიცით რაშია, სხვები ვერაფერს დაუპირისპირებენ, ვერაფრით გააჩერებენ! საქართველო ერთადაა, საქართველო ფორმაშია" - სწორედ ამ სიტყვებით დაიწყო წლის ყველაზე დიდი კამპანია, რომელმაც ყველას სათქმელი გააერთიანა და ისტორიული მოვლენისთვის საერთო განწყობა და მზაობა მოამწიფა.



    ფეხბურთში პროცესები ჩვენ სასარგებლოდ განვითარდა, ამ ყველაფერს კი საკომუნიკაციო კამპანია ფეხდაფეხ მიჰყვა და ისეთი შთაბეჭდილება შექმნა, თითქოს ყველაფერი წინასწარ გათვლილი იყო.



    მარკეტერის პოდკასტში გიყვებით, როგორ დაიგეგმა, განვითარდა და როგორ გრძელდება საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატების თანამგზავრი კამპანია და როგორ ჩადგა საქართველო ფორმაში!



    სტუმრები: მარიამ ცანავა - საქართველოს ბანკი, ეკა ყიფიანი - JWT Metro



    მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი.

    • 43 min
    მარკეტერის პოდკასტი | შევქმნათ უკეთესი ქალაქები - ბოლტის მისია

    მარკეტერის პოდკასტი | შევქმნათ უკეთესი ქალაქები - ბოლტის მისია

    შევქმნათ უკეთესი ქალაქები - ეს გახლავთ კომპანია Bolt-ის მისიაა, რომლითაც ის ოპერირებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.



    Bolt უკვე 10 წელია საქართველოშია. მარკეტერის პოდკასტში გიყვებით, როგორ შემოვიდა კომპანია საქართველოში, რას ნიშნავს უკეთესი ქალაქი და როგორ წარიმართა მთლიანი გადაადგილების ინდუსტრიის რევოლუცია.



    მარკეტერის პოდკასტის სტუმარია კომპანია ბოლტის მარკეტინგის ლიდი - რუსო კობახიძე.



    მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი.

    • 48 min

Top Podcasts In Business

développement personnel
Wachem
Yomi Denzel
Yomi Denzel
The Diary Of A CEO with Steven Bartlett
DOAC
Bye Bye Procrastination
Claire Vitoux
Le podcast de Lentrepreneuse 👩🏻‍💻
Lentrepreneuse
The Knowledge Project with Shane Parrish
Farnam Street

You Might Also Like