87 afleveringen

’Conversations about Napoleon” is the first Georgian language podcast dedicated to the Napoleonic Era. It explores not only the life of Napoleon Bonaparte but also major political, military, social and cultural developments in Europe and beyond between 1789 and 1815.



პოდკასტი „საუბრები ნაპოლეონზე” შეეხება ნაპოლეონის ეპოქას, რომელიც მოიცავს ერას XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან XIXსაუკუნის ოცდაათიან წლებამდე და ერთ-ერთი გარდამტეხ ისტორიულ პერიოდს წარმოადგენს არა მხოლოდ ევროპის, არამედ ზოგადად, მსოფლიოს ისტორიაში. პოდკასტს გაუძღვებიან ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ნაპოლეონის ეპოქის მკვლევარი ალექსანდრე მიქაბერიძე და ახალგაზრდა ისტორიკოსი ნიკა ხოფერია.

საუბრები ნაპოლეონზ‪ე‬ Alexander Mikaberidze and Nika Khoperia

    • Geschiedenis

’Conversations about Napoleon” is the first Georgian language podcast dedicated to the Napoleonic Era. It explores not only the life of Napoleon Bonaparte but also major political, military, social and cultural developments in Europe and beyond between 1789 and 1815.



პოდკასტი „საუბრები ნაპოლეონზე” შეეხება ნაპოლეონის ეპოქას, რომელიც მოიცავს ერას XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან XIXსაუკუნის ოცდაათიან წლებამდე და ერთ-ერთი გარდამტეხ ისტორიულ პერიოდს წარმოადგენს არა მხოლოდ ევროპის, არამედ ზოგადად, მსოფლიოს ისტორიაში. პოდკასტს გაუძღვებიან ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ნაპოლეონის ეპოქის მკვლევარი ალექსანდრე მიქაბერიძე და ახალგაზრდა ისტორიკოსი ნიკა ხოფერია.

    ნაწილი 16: ბონაპარტი როგორც დიპლომატი: ლეობენი და კამპო ფორმიო, 1797 წ.

    ნაწილი 16: ბონაპარტი როგორც დიპლომატი: ლეობენი და კამპო ფორმიო, 1797 წ.

    ამ პოდკასტში ჩვენ განვიხილავთ ნაპოლეონის იტალიური კამპანიის დასრულების შემდგომ მოვლენებს, დიპლომატიურ მოლაპარაკებებს ავსტრიელებთან და კამპო ფორმიოს ზავის დადებას. ასევე ვსაუბრობთ როიალისტთა გააქტიურებაზე საფრანგეთში და მათ წინააღმდეგ ნაპოლეონის ბრძოლაზე.
     

    • 1 u. 2 min.
    ნაწილი 26: ნაპოლეონის რეფორმები

    ნაწილი 26: ნაპოლეონის რეფორმები

    დღეს ვსაუბრობთ ნაპოლეონის მიერ წამოწყებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე რომელთა შედეგად მოხდა საფრანგეთში წესრიგის და სტაბილურობის აღდგენა, ახალი ადმინისტრაციული, სასამართლო, განათლების და სხვა სისტემების ჩამოყალიბება. 

    • 52 min.
    ნაწილი 27: მამაცთა შორის უმამაცესი: მარშალი მიშელ ნეი

    ნაწილი 27: მამაცთა შორის უმამაცესი: მარშალი მიშელ ნეი

    დღეს ვსაუბრობთ ნაპოლეონის ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ მარშალზე, მიშელ ნეიზე.

    • 1 u. 29 min.
    ნაწილი 28: ნაპოლეონი, ფუშე და პოლიციური სახელმწიფოს შექმნა

    ნაწილი 28: ნაპოლეონი, ფუშე და პოლიციური სახელმწიფოს შექმნა

    ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ვაგრძელებთ ჩვენს პოდკასტს! დღეს ვსაუბრობთ მეტად საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხზე: ნაპოლეონის მიერ პოლიციური სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. ბევრი თანამედროვე მკვლევარის აზრით ნაპოლეონი ერტ-ერთი პირველი სახელმწიფო მოღვაწე იყო რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე პოლიციურ სახელმწიფოს ანუ სახელმწიფო წყობის ისეთ ფორმას როდესაც მმართველი ხელისუფლება თავისი აღმასრულებელ-ადმინისტრაციული ორგანოების (განსაკუთრებით პოლიციის რესუსრსებით) მეშვეობით ახორციელებს საზოგადოებაზე საყოველთაო კონტროლს.

    • 51 min.
    ნაწილი 29: მარენგოს კამპანია

    ნაწილი 29: მარენგოს კამპანია

    ლუი-ფრანსუა ლეჟენის ნახატი, "მარენგოს ბრძოლა" (1802 წ.)
     
    დღეს ვსაუბრობთ ნაპოლეონის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამარჯვებაზე, 1800 წლის 14 ივნისს, სოფელ მარენგოსთან. მართალია ნაპოლეონმა დაიპყრო ჩრდილოეთ იტალია 1796-1797 წწ. მაგრამ ალექსანდრე სუვოროვის იტალიაში ლაშქრობის შემდეგ ავსტრიამ შეძლო იტალიის დაბრუნება. 1800 წელს ომი განახლდა. ბონაპარტმა მოულოდნელად გადალახა ალპები, შეიჭრა იტალიაში და ავსტრიის არმიის საკომუნიკაციო ხაზებს მიადგა. 14 ივნისს მარენგოსთან ავსტრიელებმა ჭარბი ძალებით ფრანგებს შეუტიეს და უკან დაახევინეს მაგრამ ბრძოლის ველზე გენერალ ლუი დეზეს 2 დივიზიის მოსვლამ ბრძოლის ბედი ფრანგების სასარგებლოდ გადაწყვიტა. ავსტრიელები დამარცხდნენ და იძულებული გახდნენ ჩრდილოეთი იტალია დაეტოვებინათ.

    • 1 u. 3 min.
    ნაწილი 30: "გამარჯვების საყვარელი შვილი": მარშალი ანდრე მასენა

    ნაწილი 30: "გამარჯვების საყვარელი შვილი": მარშალი ანდრე მასენა

     

    საფრანგეთის მარშლებს შორის გამორჩეული ადგილი უკავია ანდრე მასენას, ნიჭიერ მაგრამ რთულ პიროვნებას რომელსაც ნაპოლეონთან რთული ურთიერთობა აკავშირებდა.

    • 55 min.

Top-podcasts in Geschiedenis

Bevriende Bommen
NPO Radio 1 / NOS
De 100-jarige
de Volkskrant
Mina & Mevrouw
NPO Radio 1 / VPRO
De vorstinnen van Vlaanderen
Klara & UGent
FOUT
Rick Blom, Tijmen Dokter / Corti Media
Jan van Leiden en het einde der tijden
Max Boogaard / OPERA2DAY & Nederlandse Bachvereniging