19 episodes

ვრცელი საუბრები სხვადასხვა ტექნიკურ თემაზე, ტექნოლოგიებზე მომუშავე ქართველებთან.

ტექ თოქ‪ი‬ Sandro, David

    • Technology

ვრცელი საუბრები სხვადასხვა ტექნიკურ თემაზე, ტექნოლოგიებზე მომუშავე ქართველებთან.

    AI, ტექ რეცესია და დისტრიბუციული გუნდების მართვა

    AI, ტექ რეცესია და დისტრიბუციული გუნდების მართვა

    სიტუაცია ტექნოლოგიების სივრცეში სწრაფად იცვლება. გლობალურმა ეკონომიკურმა ფონმა ერთი წლის წინ მდუღარე სექტორი დიდი გამოწვევების წინაშე დააყენე. წამყვანი გლობალური კომპანიები შემცირებებს მიმართავენ და სინათლე გვირაბის ბოლოს ჯერ-ჯერობით არ ჩანს.
    ამავდროულად მნიშვნელოვანი გარღვევა გვაქვს ხელოვნური ინტელექტის მხრივ. ფართე ენობრივ მოდელები უკვე ბევრი სხვა საჭირო ფუნქციასთან ერთად, წარმატებით აგენერერიბენ კოდს.
    ამ ყველაფერზე სასაუბროდ, გამოცდილი სტუმარი მოვიწვიეთ. გოგა ჩოგოვაძე ხელოვნური ინტელექტისა და ღრმა სწავლების ენთუზიასტია. კარიერის განმავლობაში ეკავა დირექტორის პოზიცია Uber(Careem)-ში. სხვადასხვა დროს უმუშვია კომპანიებში: Microsoft, Cisco, VMWare, Oracle/Siebel… არის ენტერპრენერი და ინვესტორი.
    გოგა ასევე გვესაუბრა დუბაის სტარტაპ ეკოსისტემაზე და დისტრიბუციული გუნდების მართვაზე.

    • 2 hrs 13 min
    გიგანტური სისტემები

    გიგანტური სისტემები

    არსებობენ დისტრიბუციული სისტემები, რომლის მოვალეობაც არის მთელი დედამიწის დატვირთვას გაუძლონ. ასეთი პროდუქტების მომხმარებელი თითეული ჩვენგანი ვართ. მათ გამართულ მუშაობაზე დამოკიდებულია უამრავი ბიზნესი თუ კერძო პირი. სწორედ ასეთ სისტემებზე სასაუბროდ მოვიწვიეთ დავით რაჭველიშვილი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა Google Cloud Storage და Google Search ინფრასტრუქტურაზე, ხოლო ახლა თვითმავალი მანქანების კომპანია, Waymo-ს, სიმულაციის ინფრასტრუქტურას ანვითარებს.

    • 1 hr 33 min
    თამაშების შექმნა

    თამაშების შექმნა

    თუ თამაშების შექმნა გაინტერესებს, ეს საუბარი თქვენთვის იყო. ეს სფერო, ხელოვნებისა და ტექნოლოგიების თანაკვეთაში სწრაფად ვითარდება, ძირითადად მოწყვეტილია სხვა ტექნოლოგიური სიახლეებისგან და თუ თვალს ადევნებ, მარტივია ჩამორჩე თანამედროვე ტრენდებს. ზურაბ აბელაშვილი ცოტა ხნის წინ გადავიდა Ubisoft-დან Rockstar Games-ში და თავის გამოცდილებას გაგვიზიარებს.

    • 1 hr 19 min
    სამხედრო ტექნოლოგიები

    სამხედრო ტექნოლოგიები

    რუსეთის აგრესიამ უკრაინაში გააღვიძა ინტერესი სამხედრო ტექნოლოგიების მიმართ. თუ აქამდე ეს ვიწრო წრის ყურადღებას იპყრობდა, ახლა უკვე დაინტერესება ყველა მხრიდან იგრძნობა, რაც ბევრ ქვეყანაში გაზრდილ დაფინანსებაში გამოიხატება. მაშინ როცა სამომხმარებლო ტექნიკაში კარგად ვერკვევით, საინტერესოა განვითარების რა ეტაპზეა საბრძოლო ტექნიკა. ჩვენი სტუმარი იყო უჩა აბაშიძე, რომელიც გარდა იმისა რომ ფიზიკოსი და დეველოპერია, ასევე მრავალწლიანი ცოდნა აქვს სამხედრო საქმეში. ომის დაწყებიდან უჩა მუდმივად აშუქებს მიმდინარე მოვლენებს და იშვიათ სანდო წყაროდ იქცა. ვისაუბრეთ დრონებზე, სტარტაპებზე, ჰიპერსონიკ თვითმფრინავებზე, სტარლინკზე და ელექტრონული ბრძოლის საშუალებებზე. საკმაოდ ვრცელი საუბარი გამოვიდა, რის დროსაც ბევრ საინტერესო საკითხს შევეხეთ.

    • 2 hrs 20 min
    Web Summit-ის გამარჯვებული

    Web Summit-ის გამარჯვებული

    ქართულმა სტარტაპმა თენეომ პრესტიჟული WebSummit-ის Pitch შეჯიბრში გაიმარჯვა. ჩვენი სტუმარი იყო სტარტაპის დამფუძნებელი და CEO - ანუკი რობაქიძე. Theneo WebSummit-მდე ყველაზე ცნობილ აქსელერატორ YCombinator-ში იყო ჩართული და ცხადია გვერდი ამასაც ვერ ავუარეთ. ვისაუბრებთ: Theneo-ს წარსულსა და მომავალზე, ტექნიკური დოკუმენტაციისადმი Theneo-ს მიდგომაზე, YCombinator-ის გამოცდილებაზე და ინვესტორებთან ურთიერთობაზე.

    • 57 min
    ტექ განათლება საქართველოში

    ტექ განათლება საქართველოში

    თუ სკოლას ამთავრებ და კარიერის გაგრძელება ტექნოლოგიების სფეროში გსურს, განათლების მისაღებად საკმაოდ დიდი არჩევანი გაქვს, როგორც საქართველოში ასევე მის საზღვრებს გარეთ.

    ჩვენი სტუმარი იყო ნანა დიხამინჯია, აკრედიტაციის ექსპერტი საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. ნანას მიღებული აქვს მონაწილეობა საქართველოს და კოსოვოს უნივერსიტეტების ბევრი საგანმანათლებლო პროგრამის შეფასებაში ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებით.
    ვისაუბრეთ:
    - რამდენად საჭიროა უმაღლესი განათლება კარიერის ტექნოლოგიებში გასაგრძელებლად?
    - როგორი ტექნოლოგიური განათლების მიღება შეიძლება საქართველოში?
    - რა სიტუაციაა სხვადასხვა უნივერსიტეტში? განვიხილეთ რამდენიმე პოპულარული სასწავლებელი.
    - რა შეიძლება შეიცვალოს, რომ უნივერსიტეტებმა უკეთ მომზადებული კადრები მიაწოდონ დასაქმების ბაზარს?
    - როგორ მიიზიდონ უნივერსიტეტებმა გამოცდილი კადრები ლექტორებად?

    • 1 hr 40 min

Top Podcasts In Technology

Barış Özcan ile 111 Hz
Podbee Media
Farklı Düşün
Seyfeddin Başsaraç, Mert Bulan
Zihnimin Kıvrımları
M. Serdar Kuzuloğlu
Lex Fridman Podcast
Lex Fridman
AI and I
Dan Shipper
TED Radio Hour
NPR