104 episodes

პროგრამაში "შინ - უცხოეთში" საქართველოდან სხვადასხვა მიზეზით
გადახვეწილი ადამიანები ოქროპირ რუხაძესთან ბაასში საკუთარ ამბებს
მოგიყვებიან: რატომ წავიდნენ? რამ გააქცია იქიდან, რამ მიატოვებინა
სამშობლო, რომელიც ზოგს ენატრება, ზოგს გახსენებაც არ უნდა.

შინ - უცხოეთშ‪ი‬ რადიო თავისუფლება

    • Society & Culture

პროგრამაში "შინ - უცხოეთში" საქართველოდან სხვადასხვა მიზეზით
გადახვეწილი ადამიანები ოქროპირ რუხაძესთან ბაასში საკუთარ ამბებს
მოგიყვებიან: რატომ წავიდნენ? რამ გააქცია იქიდან, რამ მიატოვებინა
სამშობლო, რომელიც ზოგს ენატრება, ზოგს გახსენებაც არ უნდა.

    შინ უცხოეთში: ჯაბა გეგეშიძე

    შინ უცხოეთში: ჯაბა გეგეშიძე

    ჯაბა გეგეშიძე პრაღის სახალხო თეატრის მომღერალია, ტენორი. ექვსი წლის წინ, როცა მასზე პრაღაში მოკლე ფილმი გადავიღეთ, კმაყოფილებით გვიამბობდა, როგორ მოხიბლა თეატრის მიმღები კომისია და როგორ შესთავაზეს პირველსავე სეზონში ჩეხურ ენაზე ემღერა, - „ყველაფერი გააკეთეს, რომ სცენაზე დავმდგარიყავი...

    • 37 min
    ლელა კუკავა: ამ ქვეყანას სიკეთე მინდა დავუბრუნო

    ლელა კუკავა: ამ ქვეყანას სიკეთე მინდა დავუბრუნო

    • 32 min
    შინ - უცხოეთში: ჰელენა გეორგე

    შინ - უცხოეთში: ჰელენა გეორგე

    ჰელენა გეორგე (ელენე ხურციძე-ვენკი) მსახიობია მიუნხენში, თეატრის მსახიობი. თავის ქმართან, მიხაელ ვენკთან ერთად უძღვება ბავარიის დედაქალაქში „იოჰანეს გალის თეატრს“, რომელიც საწვრთნელი ცენტრიც არის დიდისა და პატარისათვის. ჰელენა გეორგე ქოუჩიც არის, რეჟისორიც, ბავშვების აღმზრდელიც და მხატვარიც.

    • 37 min
    შინ უცხოეთში: გურამ ჩაჩანიძე

    შინ უცხოეთში: გურამ ჩაჩანიძე

    გურამ ჩაჩანიძე ათენელი არტისტია.
    გვიამბობს ფოტოხელოვნებაში ძვრებზე, ათენში გადაღების უპირატესობაზე და იმაზეც, რომ ეს ქალაქი კვალს ამჩნევს არტისტს.
    ბოლო გამოფენა ქალთა უფლებებს ეხებოდა: „ადამის ნეკნი, ტიპოგრაფიული შეცდომა“.
    მისი პიესა კი მწვავე თემაზეა: საბერძნეთში სამუშაოდ წასულ ქალებზე.

    • 36 min
    მართლმადიდებელი თეოლოგი კათოლიკური „კარიტასის“ სამწყსო მსახურებაში - მირიან გამრეკელაშვილი

    მართლმადიდებელი თეოლოგი კათოლიკური „კარიტასის“ სამწყსო მსახურებაში - მირიან გამრეკელაშვილი

    მირიან გამრეკელაშვილი ბავარიაში ცხოვრობს, იქ დაიცვა სადოქტორო თემა. მიუნხენში მოიკიდა ფეხი ოჯახთან, ცოლსა და გოგონასთან ერთად. თეოლოგის დოქტორი, მკვლევარი, კათოლიკური ეკლესიის „კარიტასად“ წოდებულ სოციალურ სამსახურში სოციალური მუშაკია, მისი ძირითადი საქმიანობა უცხოეთიდან ჩასულ ადამიანებზე ზრუნვაა.

    • 36 min
    შინ უცხოეთში: დავით მალტეზე (მაღალთაძე)

    შინ უცხოეთში: დავით მალტეზე (მაღალთაძე)

    საბერძნეთის ბევრ თეატრში არაერთი როლი უთამაშია დავით მალტეზეს (მაღალთაძე). თეატრის მსახიობი, მუსიკოს-შემსრულებელი, მუსიკის ავტორი, მომღერალი, საბერძნეთში ეპიდავროსის თეატრის სცენაზე დგას, ამჟამად მუშაობს ესქილეს, ბევრი მკვლევრის მიერ მთავარ ნაწარმოებად მიჩნეულ, „ორესტეაზე“.

    • 39 min

Top Podcasts In Society & Culture

NerdCast
Jovem Nerd
Rádio Novelo Apresenta
Rádio Novelo
Bom dia, Obvious
Marcela Ceribelli
Rádio Escafandro
Tomás Chiaverini
Que História É Essa, Porchat?
GNT
É nóia minha?
Camila Fremder

You Might Also Like

More by Radio Free Europe / Radio Liberty

Piața Universității, 22 aprilie - 15 iunie 1990
Europa Liberă
Радио Свобода
RFE/RL
Вдома не всі
Радіо Свобода
Élet a NER-ben
Szabad Európa
Sztoriban
Szabad Európa
Szelfi
Szabad Európa