ასათიანის კუთხე რადიო თავისუფლება
-
- Arts
-
სალომე ასათიანის ყოველკვირეული პოდკასტი, რომელშიც საუბარია კინოზე, მუსიკაზე, ლიტერატურასა თუ ყოფით თემებზე.
-
ბორხესი: შეუძლებელი ცოდნის ლიტერატურა
ეპიზოდი ეთმობა არგენტინელ მწერალს, ხორხე ლუის ბორხესს და მის ფიქციებს - ინტელექტუალურ, ფანტასტიკურ ლაბირინთებს დროზე, სივრცეზე, სამყაროსა და უსასრულობაზე, რომლებმაც „მხატვრული ლიტერატურა“ თვისებრივად შეცვალა.
-
პანკროკის დიდი კელტი ლირიკოსი: დამშვიდობება შეინ მაკგაუენთან
ეპიზოდი ეძღვნება ლონდონელ ირლანდიელ მუსიკოსს და პოეტს, 2023 წლის 30 ნოემბერს გარდაცვლილ შეინ მაკგაუენს და მის ბენდს - „კელტური პანკის“ ლეგენდარულ ჯგუფს The Pogues.
-
„ღამის ხედვა“: რას გვასწავლიან ჩვენი ბნელი განწყობები ადამიანად ყოფნის შესახებ
ეპიზოდი ეთმობა წიგნს სათაურით „ღამის ხედვა: საკუთარი თავის დანახვა ბნელი განწყობების მეშვეობით“ - ფილოსოფოსი ქალის, მარიანა ალესანდრის ლირიკულ მედიტაციას იმ სიმართლეზე, რომელსაც ჩვენი ტკივილიანი და მუქი ემოციები გვასწავლიან ადამიანად ყოფნის მდგომარეობის შესახებ.
-
„პედრო პარამო“: წიგნი, რომლის ნანგრევებშიც მამა-ბატონის მარადიული აჩრდილი დაძრწის
ეპიზოდი ეძღვნება მექსიკელ მწერალს, ხუან რულფოს და მის „პედრო პარამოს“ – 1955 წელს გამოცემულ ლეგენდარულ რომანს შვილზე, რომელიც წარსულის აჩრდილებით მოცულ სიზმრისეულ ქალაქში მამის საპოვნელად ჩადის.
-
ყველაზე მარტოსული და ყველაზე საჯარო: შეშლილობის ტკივილიანი ისტორია
ეპიზოდში მოგიყვებით ორ პარალელურ ისტორიას - ფსიქიატრიის, როგორც დარგის ამბავს, და იმას, თუ როგორ ესმოდათ ადამიანებს სიგიჟის ფენომენი სხვადასხვა ეპოქაში, როგორ აღწერდნენ მას ხელოვნებაში. ჩვენი სტუმარია ენდრიუ სკალი, რომელსაც ფსიქიატრიის ისტორიის მკვლევრებს შორის ერთ-ერთ უდიდეს ავტორიტეტად მიიჩნევენ.
-
ნატა ტალიკიშვილი: ტრანსგენდერი პერფორმერის მონოლოგი და მრავალხმიანობა
ეპიზოდში შევხვდებით ნატა ტალიკიშვილს - 32 წლის ტრანსგენდერ პერფორმერს, აქტივისტს, კულინარსა და მებაღეს, რომელიც თბილისის სუბკულტურულ ცხოვრებას უნიკალურ სანახაობას მატებს, საჯარო მონოლოგის ფორმით - და თავის რთულ ცხოვრებისეულ გზას სხვების მიმართ სოლიდარობისა და იმედის წყაროდ აქცევს.
Customer Reviews
საკითხე
სიღრმისეულად განიხილავს ყველა თემას, ყველა კუთხიდან განახებს საკითხზე დაფიქრების საშვალებას. ძალიან კარგი სტუმრები და მათი საინტერესო აზრები საკითხის შესახებ. სალომე ცდილობს იმ საკითხში კარგად ჩახედული რესპოდენტი მოიხიოს რათა “თემა” გახადოს ბოლომდე გასაგები.
ძალიან საინტერესო.
სალომეს პოდკასტები ყოველთვის ძალიან საინტერესოა, დიდი მადლობა!
ძალიან საინტერესო პოდკასტია!!
მადლობთ რომ ასეთ საინტერსო ჩანაწერებს გვთავაზობთ, თან ასე ხელმისაწვდომად სხვადასხვა ელექტრონულ არხზე. 📖
Please don’t stop.. 🎙