J1

Salome
J1

This podcast is an invitation to a personal diary, interviews and conversations about living in the United States. As an international student, I choose the stories that changed my perception mostly about a host country I've resided from July 2018 as a Fulbright graduate student. I will try to convince you that time never cures the wounds of cultural shock. It's always there to make you constantly look for an answer to the following questions: Who are you? What are your values? Do you really want to give up them?

  1. 01/09/2023

    SE2EP3 - დოქტორანტურა და მენტალური ჯანმრთელობა

    ჩემს მეგობრებს და ოჯახის წევრებს ეწყინებათ ამას თუ ვიტყვი, მაგრამ რომ არა პროფესიონალური თერაპია, ძალიან გამიჭირდებოდა ყოველდღიურობით ტკბობა. არ ვაკნინებ მეგობრებისა და ოჯახის როლს. მათი უპირობო სიყვარული რომ არა, საერთოდ არ მეყვარებოდა ჩემი თავი, მაგრამ თერაპია, როგორც ამ ეპიზოდშიც მოისმენთ, ვერსადროს ჩაანაცვლებს მეგობრებთან და მშობლებთან საუბარს. როგორც ანტიბიოტიკი სჭირდება ინფექციის დამარცხებას, ისე გვჭირდება კლინიკური ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი ჩვენი ტრავმებისა და გაუფლიტრავი ფიქრებისგან თავის დაღწევა რომ შევძლოთ. მეორე სეზონის ამ ეპიზოდში მეტწილად ვსაუბრობ ჩემს გამოცდილებაზე მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის კუთხით, სტრესის მთავარ წყაროებზე, რომელთა შორის სადოქტორო ცხოვრების წილი უდიდესია, და იმაზეც, რა მეთოდებით ვმართავ მენტალურ სირთულეებს. მოისმენთ ინტერვიუს კლინიკურ ფსიქოლოგ, პროფესორ შერლი ჩენსისთან, რომელიც რამდენიმე ათწლეულია ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში ცხოვრობს და მუშაობს როგორც კერძო პაციენტებთან, ისე სტუდენტებთან, რომლებიც სადოქტორო და სამაგისტრო საფეხურებს გადიან. ინტერვიუში ვსაუბრობთ ჯგუფური და ინდივიდუალური თერაპიის მნიშვნელობაზე, და იმაზეც, რა მთავარი გამოწვევები აქვთ დოქტორანტებს, როდესაც ხელს აწერენ ხანგძღლივ, დამღლელ, და ზოგჯერ არასათანადოთ დაფასებულ შრომაზე. პოდკასტის ამ ეპიზოდის მომზადებისთვის მადლობას ვუხდი ჯორჯიის შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომუნიკაციის დეპარტმენის ადმინისტრაციას, ასევე პროფესორ დონალდ ბარტლოუს, და ჩემს მეგობარს და კოლეგას, ასევე ამავე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის ქართველ სტუდენტს თეონა გოდერძი

    57 min
  2. SE2EP2 - ამერიკა

    13/06/2023

    SE2EP2 - ამერიკა

    ამ ეპიზოდის სტუმრებად თამთა ხალვაში და ანნა ძიაპშიპა შევარჩიე. თამთა ანთროპოლოგია და ახლა ნიუ-იორკის შტატში, ითაკაში, კორნელის უნივერსიტეტში ერთწლიანი კვლევითი ფელოუშიფის მონაწილეა. ანნა დოკუმენტური კინოს წარმოებას ასწავლის ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის პროგრამის სტუდენტებს თბილისში. სამივეს Fulbright-ის გამოცდილება გვაერთიანებს. სამივე სხვა და სხვა დროს ვიყავით ამ პროგრამის მონაწილეები, თუმცა როგორც ჩანს, ზუსტად Fulbright-მა გაგვიხსნა ყველაზე ფართო ხედი ამერიკაზე დაკვირვებისთვის. როდესაც ჩემი გულწრფელი აზრების და გამოცდილებების საჯაროდ გაზიარებაზე ვფიქრობდი, მინდოდა ისეთი ადამიანები შემომეკრიბა გარეშემო, რომლებიც გამიგებდნენ, და არ მეტყოდნენ "საქართველოში ცხოვრებას ყველგან ცხოვრება ჯობია", ან "...კარგი რა, რას წუწუნებ, ამერიკაში ხარ?!." თამთასგან და ანნასგან ამ განსჯას არ ველოდებოდი. უფრო მეტიც, ვიცოდი იმაზე საინტერესო დაკვირვებების გაზიარება შეეძლოთ, ვიდრე მე დავაგაროვე სამ წელში. პოდკასტი 2023 წლის იანვარში ჩავწერეთ, ზუმის პლატფორმაზე. მონტაჟის ავტორი მე ვარ, და ამას საკმაოდ შეზღუდული დროის და ტექნიკური რესურსების პირობებში ვაკეთებ, ამიტომ მომიტევეთ მცირე ხარვეზებს თუ აღმოაჩენთ. როგორც ყოველთვის, მადლობას ვუხდი Georgia State University-ის კომუნიკაციების დეპარტმენტს და პროფესორ ბარტლოუს ტექნიკური და პროფესიული ხელშეწყობისთვის.

    55 min
  3. SE2EP1 - დაბრუნება

    03/05/2023

    SE2EP1 - დაბრუნება

    პოდკასტის მეორე სეზონის გახსნა ამერიკაში სადოქტორო პროგრამის პირველი წლის დასრულებას დავამთხვიე. დაუჯერებელია, მაგრამ ამ რთული გზის 25% ოფიციალურად გავლილია. ამ ეპიზოდში ვსაუბრობ როგორ მოვემზადე სადოქტორო პროგრამის აპლიკაციისთვის ამერიკულ უნივერსიტეტში, და იმაზეც, თუ რატომ ჯორჯიის შტატი. რჩვების გაზიარებაში კიდევ ერთი ქართველი დოქტორანტი, ანა მაზმიშვილი მეხმარება. ანა და მე ერთად ვცხოვრობთ, ატლანტის შუაგულში, ამერიკის სამხრეთის მეტროპოლისში, და ატმების შტატში, როგორც აქ ჯორჯიას ეძახიან. ანა ეკონომიკის მიმართულებით სწავლობს, მე კომუნიკაციის ფილოსოფიას ვიკვლევ. მომდვენო ეპიზოდებში სადოქტორო ცხოვრების აკადემიურ და არააკადემიურ გამოცდილებებს გაგიზიარებთ, მაგრამ მანამდე დავიწყოთ იმით, თუ როგორ მოვხვდი იქ, სადაც ახლა ვარ. პოდკასტი ჩაწერილია 2023 წლის აპრილში, ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცენტრალურ კამპუსზე, კომუნიკაციების დეპარტამენტის მხარდაჭერით და პროფესორ დაგლას ბართლოუს ხელმძღვანელობით. ეპიზოდის ფოტოსთვის მადლობა ჩემს დიდი ხნის მეგობარს, ეკა მაღალდაძეს, რომელიც ცოტა ხნის წინ ატლანტაში მესტუმრა და მთელი წლის სამყოფი ფოტოები გადამიღო :) ისიამოვნეთ და მომწერეთ შთაბეჭდილებები!

    36 min
  4. 31/01/2020

    რუმმეითი - ოჯახის დროებითი წევრი ამერიკაში

    👧🏻 ამერიკაში წამოსვლაზე არა, მაგრამ რუმმეითთან ცხოვრებაზე ყოველთვის ვოცნობებოდი. ისე მოხდა, რომ ამერიკაში ჩამოვედი, თუმცა ოცნება არ ამიხდა, კამპუსში ცხოვრების პირველმა წელმა თანამობინადრის გარეშე ჩაიარა. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი რომ მეორე წელს ისევ საწუწუნოდ მექნებოდა საქმე. რის გამო? რუმმეითების გამო. ამ ეპიზოდში თავი მოვუყარე ჩემს ისტორიებს ინდონეზიელ, ამერიკელ და იაპონელ რუმმეითებთან გატარებული თვეების შემდეგ. რამდენიმე რჩევესაც გიზიარებთ ჩემს მეგობარ სანდროსთან ერთად, რომელიც ასევე ფულბრაითელია, ოღონდ ტეხასის შტატში სწავლობს და ჩემგან განსხვავებით თანამობინადრეებთან ცხოვრების შესაშური გამოცდილება აქვს. 👧🏻რუმმეითი/ფლეთმეითი/სუითმეთი - ამერიკული შესატყვისია ადამიანისა, რომელიც ჩვენი ოჯახის დროებით წევრი ხდება, მაშინ როცა ნამდვილ ოჯახს ვტოვებთ და საცხოვრებლად/სასწავლებლად საზღვრებს გარეთ მივემგზავრებით. 👦🏻 სტუმარი: ალექსანდრე ხუნჯუა ( ფულბრაითს 2018-2020 წლის პრორაგმის მონაწილე)

    42 min
  5. სამუშაო კულტურა ამერიკაში

    19/01/2020

    სამუშაო კულტურა ამერიკაში

    რა ხდება ჩემს თავს? 👩🏽‍🎓 სამი თვე და 12 დღე მრჩება უნივერსიტეტის დამთავრებამდე. რას ვაკეთებ? მაქსიმუმს ვიღებ პროგრამისგან და ვიყენებ იმ 18 თვიან პერიოდს, როცა შემიძლია ვიპოვო დამსაქმებელი, რომელიც უზრუნველმყოფს იმდენი ანაზღაურებით რომ, სულ მცირე, ბინის და კვებისთვის საჭირო ხარჯების დაფარვა შევძლო. მარტივად ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში მიზნის მისაღწევად ახალი სალომეს შექმნა მიწევს, სამსახურის მაძიებლის, რომელსაც არც ჟურნალისტიკის ხუთწლიანი გამოცდილება, არც ბაკალავრის და მაგისტრის დიპლომი აქვს. ანუ პრაქტიკანად მუშაობისთვის ვემზადები, რაც ბუნებრივია, მაგრამ მარტივი გასააზრებელი ნამდვილად არაა.  👱🏾‍♀️ პოდკასტის მეორე სეზონი სამსახურის ძიების სტრატეგიებით გავხსენი. ამასობაში ნიუ-იორკიდან ფულბრაითის 2017 წლის კურსდამთავრებული მარიამ ბეგიაშვილი შემომიერთდა და ერთმანეთს ის შიშები და ბრძოლის სტრატეგიები გავუზიარეთ, რომელიც მიზნის მიღწევას გაგვიადვილებს ამერიკაში სამსახურის ძიების გზაზე. სტუმარი: მარიამ ბეგიაშვილი

    54 min
  6. ნეკერჩხლის სიროფი, როგორც ინსპირაცია 👉🏿 ჩემი მეგობარი ჟან-მარი

    21/10/2019

    ნეკერჩხლის სიროფი, როგორც ინსპირაცია 👉🏿 ჩემი მეგობარი ჟან-მარი

    🍁J1-ის მერვე ეპიზოდში გიყვებით ნეკერჩხლის სიროფის ისტორიას.  ვოლმარტში შემთხვევით შემოყიდული ძვირიანი სიროფი ჩემი და მარიამის ბედნიერების წყარო და შემოქმედებითი წერის მუზა გახდა. 🎭 გიყვებით არკანზასში გამართულ პერფორმანსის ფესტივალზე, საიდანაც წინა კვირას დავბრუნდი.  👉🏿სერიის მეორე ნაწილში კი ჩემი მეგობრის, ჟან-მარის ისტორია გელოდებათ. ჟან-მარის დამსახურებით დავიჯერე რომ 10 კილომეტრის გარბენა შესვენების გარეშე შემიძლია. მისი ისტორია კენიიდან იწყება, ზიმბაბვეს ლტოლვილთთა ბანაკში ცხოვრებით გრძელდება, რასაც მოჰყვა სრული დაფინანსება გაეროს ლტოლვილთა პროგრამის ფარგლებში. ამ პროგრამით ის სამხრეთ ინდიანას უნივერსიტეტში კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამაზე სრული დაფინანსებით მოხვდა.

    33 min

Calificaciones y reseñas

5
de 5
4 calificaciones

Acerca de

This podcast is an invitation to a personal diary, interviews and conversations about living in the United States. As an international student, I choose the stories that changed my perception mostly about a host country I've resided from July 2018 as a Fulbright graduate student. I will try to convince you that time never cures the wounds of cultural shock. It's always there to make you constantly look for an answer to the following questions: Who are you? What are your values? Do you really want to give up them?

Para escuchar episodios explícitos, inicia sesión.

Mantente al día con este programa

Inicia sesión o regístrate para seguir programas, guardar episodios y enterarte de las últimas novedades.

Elige un país o región

Africa, Oriente Medio e India

Asia-Pacífico

Europa

Latinoamérica y el Caribe

Estados Unidos y Canadá