Marketer.ge Podcast

Marketer.ge

Georgian podcast about Business, marketing, management and startups. პოდკასტი ბიზნესზე, მარკეტინგზე, მენეჯმენტზე და სტარტაპებზე. პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი ბიზნესი

  1. სტრესის უხილავი სამყარო | ნინო მარგველაშვილი | საინტერესო პოდკასტი

    08/18/2025

    სტრესის უხილავი სამყარო | ნინო მარგველაშვილი | საინტერესო პოდკასტი

    წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მენტალური მდგომარეობა არის ემოციების ოკეანე - ზოგჯერ მშვიდი, ზოგჯერ ბუნდოვანი, ზოგჯერ კი უფსკრული. ყველამ ვიცით სტრესის განცდა, მაგრამ ვერავინ აგვიხსნა რეალურად რა ხდება ჩვენს ორგანიზმში იმ წამს, როდესაც გული იწყებს ფრენას, ხელები კანკალებს და ფიქრები ქაოსურად დარბიან გონებაში რა ხდება ჩვენს ტვინში, როდესაც ვხვდებით "საფრთხეს"? მენტალური ჯანმრთელობა არ ნიშნავს სტრესის არარსებობას - იგი მასთან თანამშრომლობას გულისხმობს და არა ბრძოლას. საინტერესო პოდკასტის აღნიშნულ ეპიზოდში ნეიროფსიქოლოგი ნინო მარგველაშვილი გვიხსნის, თუ როგორ გავლენას იქონიებს ჩვენი ემოციები ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. რა ხდება, როდესაც გული ჩქარდება სტრესისგან? რატომ ვცდილობთ სოციალურ ქსელებში ყოველთვის ბედნიერი ვიყოთ? და რაც მთავარია როგორ გამოვნახოთ დრო დასვენებისთვის და სიმშვიდისთვის. საინტერესო პოდკასტის წარდმგენია საქართველოს ბანკი

    1h 4m
  2. „რეჰანის“ Youtube გასტრონომია | ანა კოშაძე | საინტერესო პოდკასტი

    08/11/2025

    „რეჰანის“ Youtube გასტრონომია | ანა კოშაძე | საინტერესო პოდკასტი

    იუთუბი ბოლო წლების განმავლობაში უამრავი ნიჭიერი ადამიანის თავშესაფრად იქცა, კონტენტის მრავალფეროვნებამ კი საზოგადოების ყურადღებაც ტელევიზიიდან კომპიუტერის ეკრანებისკენ მიიზიდა. „საინტერესო პოდკასტის“ ამ ეპიზოდში ჩვენი სტუმარია ანა კოშაძე, პოპულარული იუთუბ არხის, "რეჰანი"-ს თანაავტორი, რომელიც ქართული კულინარიისა და გასტრონომიის შესახებ ყველაზე საინტერესო კონტენტს ქმნის. ანა გვიყვება თავისი გზის შესახებ - როგორ დაიწყო "რეჰანი" არხი, რა იყო მისი ძირითადი მოტივაცია ქართული კერძების პოპულარიზაციისთვის და რატომ გადაწყვიტა კულინარიულ მედიასივრცეში შესვლა. ვსაუბრობთ ქართული კერძების ავთენტურობაზე და მათ თანამედროვე ინტერპრეტაციაზე. განსაკუთრებით საინტერესოა მისი ნაამბობი რეგიონებში გასვლების შესახებ, განსაკუთრებით კი მისი გამოცდილება ადგილობრივ ფერმერებთან, ბებიებთან და ტრადიციული რეცეპტების ავტორებთან შეხვედრისას. საინტერესო პოდკასტის წარდმგენია საქართველოს ბანკი

    40 min
  3. ქართული ალტერნატიული მუსიკა ვირუსულ ეპოქაში | Mechanical Rainbow

    08/07/2025

    ქართული ალტერნატიული მუსიკა ვირუსულ ეპოქაში | Mechanical Rainbow

    თუ ფიქრობთ, რომ ტიკ-ტოკი და ქართული ალტერნატიული მუსიკა ერთმანეთს არ ეწყობა, დადუ დონაძემ და ცოტნე ბაღდავაძემ სულ სხვანაირად იფიქრეს და დაამტკიცეს კიდეც. Mechanical Rainbow - ეს არის ის ბენდი, რომელმაც ქართული მუსიკალური სცენა ისე შეცვალა, რომ ხშირად არც ესმით, რა მოხდა. მათი ისტორია შეიძლება სტუდიაში იწყება, თუმცა საკუთარ ფორმას  ინტერნეტ სამყაროში იძენს.როგორ მუშაობს ქართული ალტერნატიული მუსიკა 15-წამიან ფორმატში? აღმოჩნდა, რომ ტიკ-ტოკი ქართველი მუსიკოსებისთვისაც მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სადაც კონტენტ გეგმას კრიტიკული როლი ენიჭება. ამ ეპიზოდში ისმენთ ისეთ ისტორიას, რომელიც ქართული მუსიკალური ინდუსტრიისა და ციფრული ეპოქის უცნაურ, მაგრამ ლოგიკური პერსექტივას გიჩვენებთ.

    54 min
  4. ობიექტივი და მოგზაურობა – რეზი ყენიას თვალით | საინტერესო პოდკასტი

    08/03/2025

    ობიექტივი და მოგზაურობა – რეზი ყენიას თვალით | საინტერესო პოდკასტი

    მარკეტერის „საინტერესო პოდკასტის“ სტუმარია რეზი ყენია — ფრილანს ფოტოგრაფი და მოგზაური. რეზი გვიზიარებს თავის მრავალწლიან გამოცდილებას ფოტოგრაფიაში და გვიყვება, როგორი იყო მისი პირველი ნაბიჯები ამ სფეროში. რომელია ის ტექნიკური უნარები და მენტალური მიდგომები, რომლებიც ფოტოგრაფის პროფესიულ სტილს განსაზღვრავს? რა როლს თამაშობს სოციალური მედია და ხელოვნური ინტელექტი ფოტოგრაფიის სფეროში? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე რეზი თავის მოსაზრებებს გვიზიარებს და, ამასთან, დამწყებ ფოტოგრაფებს სთავაზობს რჩევებს, რომლებიც მათ ამ პროფესიაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებაში დაეხმარება.

    53 min

Ratings & Reviews

5
out of 5
29 Ratings

About

Georgian podcast about Business, marketing, management and startups. პოდკასტი ბიზნესზე, მარკეტინგზე, მენეჯმენტზე და სტარტაპებზე. პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი ბიზნესი